LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიამ 2016 წლის ყველაზე გაუნათლებელი ცნობილი ადამიანები გამოავლინა

140

გამოცემამ Daily Mail 2016 წლის ყველაზე გაუნათლებელი და არაპუნქტუალური ცნობილი ადამიანები გამოავლინა. ეს უკანასკნელი წოდება წილად ბრიტანეთის პრინც უილიამსა და მის მეუღლეს, კეიტ მიდლტონს ხვდათ, მაგალითისთვის კი კანადის ოფიციალური ვიზიტი დასახელდა, სადაც მათ თითქმის ერთი საათით დაიგვიანეს.

რაც შეეხებათ გაუნათლებელ ცნობილ ადამიანებს, ეს ტიტული დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა დაიმსახურეს, რომლებმაც 2016 წლის ოქტომბერში წინასაპრეზიდენტო დებატებში ერთმანეთისთვის ტრადიციულ ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს.

ყველაზე ცუდი ჩვევის მქონე ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი გახდა, რომელმაც აღნიშნული წოდება საღეჭი რეზინისადმი სიყვარულის გამო დაიმსახურა.

ჩოგბურთელი ენდი მიურეი გალანტურობის არქონაში „დაადანაშაულეს“. ჩემპიონატის ფარგლებში ქალებს შორის პირველ ჩოგანთან, სერენა უილიამსთან ცეკვაზე მან უარი განაცხადა.