LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ, მხოლოდ „ფეიქი“ და პროპაგანდაა“ – პრემიერი

172
BeFunky-collage

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს მედიაში პოლიტიკური შინაარსის ნიუსები აღარ არის, არის მხოლოდ “ფეიკნიუსებზე“ დაყრდნობილი პროპაგანდა, რაც სამწუხაროა.

გიორგი გახარიამ აღიშნული განცხადება აშშ-ის ელჩის პროკურატურაში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„თქვენ გაქვთ ფუნქცია, ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო? თავს რატომ იქნევთ? პოლიტიკური სპექტრი, საწუხაროდ, არჩევნებიდან გამომდინარე დღეს არის ძალიან ტოქსიკური. მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა, რომელიც კიდევ ამასთან ერთად „ფეიქნიუსებზე” არის დაყრდნობილი და ეს სამწუხაროა. სამწუხაროდ, ამას ყველა უნდა მივეჩვიოთ არჩევნებამდე და ყველაფერ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი პოლიტიკური კულტურა, მედია კულტურაც ნელ-ნელა ავიმაღლოთ”, – განაცხადა გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g