LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიასაშუალებებს არ ექნებათ ვალდებულება, აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლებზე ინფორმაცია წარუდგინონ – ირაკლი კობახიძე

176
irakli-kobaxidze

„საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, მედიასაშუალებებს ვალდებულება არ ექნებათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინონ,”-ამ გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი კობახიძე საუბრობს.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული ვალდებულების თაობაზე ჩანაწერი პროექტში აღარ იქნება.

„საარჩევნო კოდექსი“ არსებითად იგივე სახით იქნება წარმოდგენილი, როგორც იყო პირველი მოსმენის შემთხვევაში. აუდიტის ნაწილში გვაქვს დაზუსტება. როგორც მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებს ეკისრებოდათ ვალდებულება, აუდიტის სამსახურისთვის წარედგინათ ინფორმაცია სარეკლამო შემოსავლების თაობაზე. ეს იყო უცხოელი ექსპერტების ერთ-ერთი რეკომენდაცია, თუმცა, დღეს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი წინადადებების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, ეს პუნქტი აღარ ავსახოთ კოდექსში. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსი“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ამასთან, ცვლილებების განხილვა ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g