LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი – გიორგი კვირიკაშვილი

89

გიორგი კვირიკაშვილი მედიას აკრიტიკებს და ჟურნალისტებს ახალი ამბების დღის წესრიგს უწუნებს. როგორც პრემიერ მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა,  მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა თითოეული თქვენგანის წვლილს და გთხოვოთ, მაქსიმალური გახსნილობით შევუდგეთ კიდევ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას. დღეს, მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური. სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი, თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საამაყო გაკეთებული საქმეების გამო“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ კონტექსტში პრემიერმა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონს  განვითარების შესაძლებლობებს აძლევს.

მისი თქმით, უშუალოდ იმერეთის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში 322 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურის ობიექტებს, ასევე, საზოგადოებრივი ცენტრებს; ამასთან, გაზიფიცირდა 113 სოფელი და დამატებით 50 000-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება; მაღალმთიანი დასახლების სტატუსი იმერეთში მინიჭებული აქვს 52 სოფელს, რომლის მოსახლეობაც სახელმწიფოს მიერ დაწესებული მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს, რაც პარლამენტის მიერ მთის კანონის მიღების შედეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g