როგორც The Mirror იუწყება, პოპის დედოფალს ახალი გატაცება ჰყავს. ბოლო დროს ის რამდენჯერმე შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რომლის გარემოცვაში მომღერალი საკმაოდ დიდ დროს ატარებს. მედიამ კი, თავის მხრივ, შეძლო ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობის გარკვევა და მისი ფოტოს მოძიება. გაირკვა, რომ მადონას ახალი გატაცება ლონდონის ყველაზე დიდი მაღაზიის, Harrods-ის ყოფილი თანამშრომელია. მისი სახელია აბუბაკარ სუმაორო.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მადონა 23 წლის მოცეკვავეს ხვდებოდა. მოგვიანებით კი, პრესა წერდა მადონას რომანზე კიდევ ერთ მოცეკვავესთან, ტიმორ სტეფანესთან.

