უკრაინული მედიის ინფორმაციით, არაღიარებული დნესტრისპირეთის გასასვლელთან დიდი რიგები შეიქმნა.
ამასთანავე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული მედია არაღიარებული დნესტრისპირეთის აეროდრომზე ღამის თავდასხმის შესახებ იუწყება.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ღამით, დნესტრისპირეთში ორი საკომუნიკაციო ანძა ააფეთქეს. აფეთქება მოხდა პრიდნესტროვის რადიოსა და ტელევიზიის ცენტრ „მაიაკის“ მიდამოში.
უკრაინული მედიის ვარაუდით, როგორც ჩანს, რუსეთი ოკუპირებული დნესტრისპირეთის რეგიონში, პროვოკაციებს აძლიერებს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.