LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მხარე მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარ აფეთქებებს რუსეთის სპეცსამსახურების “გეგმურ პროვოკაციად” აფასებს

157
sssiiia

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარ აფეთქებებს რუსეთის სპეცსამსახურების “გეგმური პროვოკაცია” უწოდა.

სამინისტროს თავდაცვის დაზვერვის დეპარტამენტმა Telegram-ის არხზე განცხადებაში აღნიშნა, რომ ინციდენტამდე სამი დღით ადრე სეპარატისტული რეგიონის ლიდერები “უკვე ემზადებოდნენ ამისთვის”.

„ცხადია, ეს საქმე არის ერთ-ერთი პროვოკაციული ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია FSB-ის (რუსეთის უშიშროების სამსახურის) მიერ პანიკისა და ანტიუკრაინული განწყობის გასაღვივებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

სეპარატისტული რეგიონი, დნესტრისპირეთი უკრაინას დასავლეთიდან ესაზღვრება. მან “დამოუკიდებლობა” გამოაცხადა საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე არ არის აღიარებული და მოლდოვას შემადგენლობაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g