LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის წარმომადგენლებს “თბილისი პრაიდი” სოლიდარობას უცხადებს

64
პრაიდი

5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს „თბილისი პრაიდი“ სოლიდარობას უცხადებს.

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს იმ გამბედაობასა და სამოქალაქო პოზიციას, რომელიც მედიამ გამოიჩინა.

„5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-მდე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ის გამბედაობა, თავდადება, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ გამოიჩინა პრაიდის კვირეულის გაშუქებისას და ქვიარ თემის მხარდასაჭერად“, – აღნიშნავს „თბილისი პრაიდი“.

თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

“ღირსების მარში” მოგვიანებით ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი.

magti 5g