LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხოვნა მაქვს, დაფიქრდით- როგორი სახელმწიფო გვინდა? ძალადობრივი?.. სხვა ადამიანებს არ ვაძლევთ უფლებას იცხოვრონ ისე, როგორც სურთ? – ნინო წილოსანი „თბილისი პრაიდზე“

371
ინო წილოსანი

„თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ „მძიმე სანახავი იყო“.

„ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ “ – წერს ნინო წილოსანი.

 

საკუთარი პოსტის კომენტარებში გამართულ პოლემიკას, ნინო წილოსანმა შემდეგი კომენტარით უპასუხა.

„მეგობრებო, სათითაოდ ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თხოვნა მაქვს, დაფიქრდით- როგორი სახელმწიფო გვინდა? ძალადობრივი? ის რომელიც კანონებით კი არა ემოციებით იმართება? სხვა ადამიანებს არ ვაძლევთ უფლებას იცხოვრონ ისე, როგორც სურთ? იმის გათვალისწინებით რომ არ ლახავენ ჩვენს უფლებებს? მგონი, სულ სხვა ტრადიციების ქვეყანა გადმოგვილოცეს წინაპრებმა – ტოლერანტული, მამაცი და სამართლიანი.. არასდროს ისტორიაში განსხვავებული მოცემულობის გამო ადამიანები არ დაგვიჩაგრავს, ამიტომ ღირსეულად ვატაროთ როგორც ქვეყნის, ასევე რწმენის ტრადიციები“. – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე: 

სალომე ზურაბიშვილი: რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს – კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს

პრეზიდენტი: დღეს გამოხატვისა და შეკრების უფლება დაირღვა, შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება

სახალხო დამცველი: მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

„თბილისი პრაიდი“: „პრაიდის ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა“

შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი ამოცანებს

პაატა მანჯგალაძე: ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არ აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან

ვატო შაქარიშვილი: მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი

ვატო შაქარიშვილი: საქართველოში აღიკვეთა ღია ლგბტ პრაიდფესტივალის ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ, ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა: შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

„ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი კუთვნილი ქონება გაანადგურეს ან მიითვისეს” – Tbilisi Open Air

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები