LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა

144
fot

სახალხო დამცველი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისმა უწყებებმა ყველა კანონდარღვევაზე დროული და სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.

„როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის.

ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამავე თემაზე: 

სალომე ზურაბიშვილი: რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს – კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს

პრეზიდენტი: დღეს გამოხატვისა და შეკრების უფლება დაირღვა, შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება

„თბილისი პრაიდი“: „შსს დაცვის გარანტიებს გვაძლევდა, სანაცვლოდ კი, პოლიციამ ნება დართო „ალტ-ინფოს“ წევრებს შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულ, ტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრავმა მიეყენებინათ მათთვის“

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია – კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

„თბილისი პრაიდი“: „პრაიდის ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა“

შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი ამოცანებს

პაატა მანჯგალაძე: ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არ აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან

ვატო შაქარიშვილი: მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g