LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს – კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს

152
fot

ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რა ფასი უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარია ძალადობას ახალისებს და მის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობას იღებს.

პრეზიდენტი: დღეს გამოხატვისა და შეკრების უფლება დაირღვა, შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება

„საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის გარკვეული განშტოებების მხრიდან, არამედ მოქმედი დეპუტატებისგანაც წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იყო. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირების, პარლამენტის თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ადამიანის უფლებებს იცავენ? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.

მინდა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, რომ სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება შეწყვიტოს. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად გაკონტროლებულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია – კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

„თბილისი პრაიდი“: „პრაიდის ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა“

შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი ამოცანებს

პაატა მანჯგალაძე: ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არ აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან

ვატო შაქარიშვილი: მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g