LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: დღეს გამოხატვისა და შეკრების უფლება დაირღვა, შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება

166
fot (3)

შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამე თუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

 

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია – კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

„თბილისი პრაიდი“: „პრაიდის ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა“

შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი ამოცანებს

პაატა მანჯგალაძე: ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არ აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან

ვატო შაქარიშვილი: მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g