LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთი დევდარიანი: „როგორც ზოგიერთი ვაკელი ამბობდა, მე რომ არ ვცხოვრობ ვაკეში, მშურს და ცოტა გროტესკულად ამიტომ ვაჩვენებდი…“

319
page

„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი on.ge-სთან საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მას ვაკელების შურდა.

ქეთი დევდარიანი:

„როგორც ზოგიერთი ვაკელი ამბობდა, მე რომ არ ვცხოვრობ ვაკეში, მშურს და ცოტა გროტესკულად ამიტომ ვაჩვენებდი. შეიძლება, ასეც იყო, არ ვიცი, მაგრამ მე მინდოდა, მეჩვენებინა „სვეცკი წუმპეში“ მცხოვრები ადამიანები როგორ უყურებენ სხვებს ზემოდან. ეს ხაზგასმით არ არის ნაჩვენები და არც აფიშირებულია მათგან. „კიჩაობა“ საკუთარი შემოსავლებით ცუდ ტონად ითვლება რაღაც წრეებში, მაგრამ ვერა-ვაკეს ლანდშაფტი ხომ იცვლება ნელ-ნელა და არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ამ ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. ამ წლებში ხდებოდა ელიტის როტაცია. შავლეგ მადლიანის სახელი და გვარიც მიანიშნებს, რომ ის არ არის იქაური და მერე გამდიდრებული ადამიანია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები