პოდკასტში „მეოთხე კედელი“ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაატანინა ზაზას გმირს, რომელსაც მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ასახიერებდა, შუა ხნის ასაკის ყველანაირი კრიზისი:
„ბოჭორას რომ უყურებ, რა შეუძლია და მერე მას მხოლოდ იმას ათამაშებ, „შემო, დავლიოთ“, არის დანაშაული. „მეფე ლირს“, „რიჩარდს“ და „ჰამლეტს“ ვერ გააკეთებ, არც მე ვარ შექსპირი და არც სერიალი იძლევა ამის საშუალებას, დიდ პრობლემას ვგულისხმობ, მაგრამ იმ კვადრატში, სადაც ეს გმირი მოძრაობდა, შუა ხნის ასაკისთვის დამახასიათებელი ყველა კრიზისი დავატეხე თავს. გიორგი ბოჭორიშვილი ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი და ძალიან მიხარია, რომ ეს სხვებმაც დაინახეს…“
