LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დევდარიანი: „არ შეიძლება საზოგადოებრივმა აზრმა ისე დაგწნეხოს, რომ საკუთარი შვილი გაწირო..ერთი და ორი მშობელი გულგრილობის გამო რომ დაისჯება, მესამე და მეოთხე დაფიქრდება, 14 წლის შვილი გაათხოვოს თუ არა“

330
fot (1)

ქეთი დევდარიანი 14 წლის გოგონას საზარელ მკვლელობას „ფორმულას“ ეთერში გამოეხმაურა.

როგორც დევდარიანმა აღნიშნა, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა ქალი ძალადობისგან, იმ შემთხვევაშიც თუ ეს ძალადობა ოჯახისგან მოდის.

მისივე თქმით, სანამ მკვლელობა მოხდებოდა, უმძიმესი დანაშაული უკვე ჩადენილი იყო.

„თუ მხოლოდ ის ვუთხარით გოგონებს, რომ განათლება კარგია და ხელშეწყობა ბოლომდე არ იქნა, ეს არის ნახევარ გზაზე მათი მიტოვება. მათ მხოლოდ უჩნდებათ განვითარების სურვილი, მერე მშობლები ათხოვებენ და ქმარი კლავს.

ამიტომ სახელმწიფო იმ შუაშია, რომ ასეთი ქალები ბოლომდე უნდა დაიცვას და გვერდში დაუდგეს და მისცეს ყველა პირობა თუ ოჯახი არის მისი მტერი. 14 წლის ბავშვს ქმარი რომ არ უნდა ჰყავდეს ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, პედოფილიაა, ეს კაცი სამუდამოდ ციხეში რომ ჩაესვათ როგორც კი ცოლად მოიყვანა, ასცდებოდა ეს გოგონა უდიდეს ტრაგედიას…

არ შეიძლება საზოგადოებრივმა აზრმა ისე დაგწნეხოს, რომ საკუთარი შვილი გაწირო… ერთი და ორი მშობელი გულგრილობის გამო რომ დაისჯება, მესამე და მეოთხე დაფიქრდება, 14 წლის შვილი გაათხოვოს თუ არა,“ – ამბობს ქეთი დევდარიანი.

 

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

საგარეჯოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

ნინო თარხნიშვილი: „ვერ ვისწავლეთ დედებმა გოგოების დაცვა, ჯერ მამებისგან, მერე ძმებისგან, ბოლოს ქმრებისგან, გოგოების ნამუსს ვუფრთხილდებით, არა? მე მაპატიეთ მოტირალო დედებო, მაგრამ ვერ გაგამართლებთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები