LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შუშანიკი“ იმიტომ ისწავლეს ეტყობა, რომ მერე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი სვავებივით ათრიონ.. მარიამ გულედანმა ბევრ უვიც მთათხველზე კარგად იცის ისტორიაც და ლიტერატურაც“ – ქეთი დევდარიანი

693
ing

მოქალაქეების არაერთგვაროვან შეფასებებს, რომლებიც აჩიკო გულედანის შვილის, მარიამ გულედანის მიერ ჰაგიოგრაფიასა და გრიგოლ ხანძთელზე ნათქვამს მოჰყვა, სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მარიამი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და გონებაგახსნილი ადამიანი და თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი.. მიხარია, რომ ეს კითხვა სახეში გაგაწნათ“ – ტორესა მოსი მარიამ გულედანზე

„ბევრ უვიც, აგრესიულ მთათხველზე კარგად იცის მარიამ გულედანმა ისტორიაც და ლიტერატურაც.

გამორჩეულად კარგად წერს და აზროვნებს ორკებისგან განსხვავებით, რომლებმაც „შუშანიკი“ იმიტომ ისწავლეს ეტყობა, რომ მერე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი სვავებივით ათრიონ“, – წერს ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში.

 

ბევრ უვიც, აგრესიულ მთათხველზე კარგად იცის მარიამ გულედანმა ისტორიაც და ლიტერატურაც. გამორჩეულად კარგად წერს და…

Posted by Keti Devdariani on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

 

ცნობისათვის, მარიამ გულედანმა „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემის ეთერში ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე საუბრის დროს განაცხადა:

„მომეწონა აბო და შუშანიკი, მაგრამ გრიგოლ ხანძთელის წაკითხვისას რა დროც დავხარჯე, მინდა ვინმემ დამიბრუნოს, იმიტომ, რომ მაგას ვერავინ დამიბრუნებს. მგონია, რომ მაგის წაკითხვა არავის არაფერში გამოადგება, ეს ყველაფერი შეიძლება ისწავლო ისტორიაში, პარაგრაფში.

რაიმე რთული კი არ არის, ბავშვებს ასწავლიან და აზეპირებინებენ. მე გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურულ ღირებულებას ვერ ვხედავ, კი ბატონო, ისტორიულად საინტერესოა და ისტორიაში ისწავლე, უბრალოდ მისი მხატვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია, თორემ შუშანიკი და აბო პერსონაჟები არიან, საინტერესოა… გრიგოლ ხანძთელი არ მგონია, რომ საინტერესო საკითხავია, უბრალოდ უნდა წაიკითხო, რომ ისტორია იცოდე, რა მოხდა“.

„კითხვების დასმის არ მოგერიდოს…რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე” – აჩიკო გულედანი შვილს საჯაროდ მიმართავს

„შენ გზაზე იარე დე! და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ.. მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ“ – ნინი ბუკია შვილს, მარიამ გულედანს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები