LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გულედანი: „თავისუფლება ჩემთვის არის, ვაკეთო რაც მინდა, ვთქვა რაც მინდა, წარმოვაჩინო ჩემი თავი როგორც მინდა ისე, რომ სხვის თავისუფლებას არ შევეხო…“

625
მარიამ გულედანი

ჟურნალ O.K.!-სთან აჩიკო გულედანის ქალიშვილი, მარიამი საუბრობს სამშობლოსადმი დიდ სიყვარულზე:

„ჩვენი თაობა თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევა. სხვა თაობებსაც აქვთ ეს გრძნობა, თუმცა ჩვენ უფრო მძაფრად, რადგან გავიზარდეთ დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენ მეტად ღია ადამიანები ვართ, შეგვიძლია განსხვავებული აზრის მარტივად მიღება.

სამშობლო არის ადგილი, სადაც გაიზარდე. დაბადების ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც იზრდები და ადამიანად ყალიბდები, ის ადგილია შენი სამშობლო.

თავისუფლება ჩემთვის არის, ვაკეთო რაც მინდა, ვთქვა რაც მინდა, წარმოვაჩინო ჩემი თავი როგორც მინდა ისე, რომ სხვის თავისუფლებას არ შევეხო.

ევროპაში, პირველ რიგში, თავისუფლების მაღალი ხარისხი მიზიდავს. მეორე რამ არის წესრიგი, რაც ძალიან მომწონს. ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ევროპელებს აქვთ იმის შეგრძნება, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით. აქვთ დამოუკიდებლობის გრძნობა, მათი ტერიტორიები არ არის ოკუპირებული.”

თემურიკო დიასამიძე: თავისუფლებაც და სამშობლოც ყველაფერია ჩემთვის, როგორც სიყვარულს ვერ ვხსნი, ისე ვერ ვხსნი თავისუფლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები