LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კი – ევროპას, არა – რუსეთს! რუსულ კანონს და რუსულ ხელისუფლებას“ – კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

174
მარიამ გულედანი

დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ და კანონპროექტს აპროტესტებენ.

მდინარაძე: „მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება.. არა მონობას, ამავე დროს“

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპას აშორებს:

„ძალიან მარტივად – კი ევროპას, არა რუსეთს! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას, არაფერს, რაც არის რუსული, ყველაფერს არა და დიდი კი – ევროპას.

ეს კანონი გვაშორებს ევროპას, ამას ამბობს ყველა და ყველაფერი, რაც ევროპას გვაშორებს, არის რუსული“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა მარიამ გულედანმა.

ცნობისათვის, აქციაზე არა რუსეთს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს არჩევანს, რაც ევროკავშირში წევრობას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ, აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს