LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტებზე ფასებმა 15%-ით მოიმატა

96

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ აისახება მედიკამენტების ღირებულებაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასების ზრდა და ამიტომაც ვუყურებთ შეშფოთებული კურსის ტაბლოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რყევები არ იქნება დრამატული. ეროვნულ ბანკს თუ კომპეტენცია გააჩნია, პირველ რიგში, ეს არის ინფლაციის მიმართულებით და აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ კურსის ცვლილება არ დაეტყოს ფასების გრძელვადიან ცვლილებას. ჩვენ მოვისმინეთ ამომწურავი ახსნა-განმარტებები, ინფლაციასთან მიმართებაში. კურსთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის მცურავი და ჩვენი მცირე ეკონომიკიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ფასებზე დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, რაც აქვს ეროვნულ ბანკს. ზოგადად წამალს რაც შეეხება, ინფლაცია 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ წამლებზე ფასები მომატებულია უფრო მეტად, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 15%-ით რიგ პოზიციებზე და ეს შემაშფოთებელია”, – განაცხადა ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g