LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტებზე ქართულ ენაზე ანოტაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

322

დედაქალაქის საკრებულოს მიერ წარდგენილ “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, მედიკამენტებზე ქართულ ენაზე ანოტაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი თედო კობახიძე განმარტავს, მომხმარებელს, დღეის მდგომარეობით არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქტის ძირითად მახასიათებლებს, რადგან საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქციის უმრავლესობას არ ახლავს თანდართული ანოტაცია სახელმწიფო ენაზე. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი გაიზიარებს ამ ინიციატივას, ცვლილება ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g