LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7-დან 15 დღემდე გაიზარდა

152
MEDIKAMENTEBI

აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7-დან 15 დღემდე გაიზარდა. შესაბამისი კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის ვადის გასვლა იწვევს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმებას. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, მასზე დამატებული განსხვავებული შეფუთვა-მარკირების პროდუქტის ჩათვლით, დასაშვებია მისი ვარგისობის ვადის ამოწურვამდე. აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების ვადის გასვლის შემთხვევაში, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის გაუქმება ეხება ამ პროდუქტს საქართველოს ბაზარზე დაშვებული ყველა სახის შეფუთვა-მარკირებით. ცვლილებების თანახმად, თანხმობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია შეტყობინებიდან 10 დღის ვადაში უწყებრივ რეესტრში დაამატოს ინფორმაცია განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g