LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიქოლი: ექიმის შერჩევისა და მასთან ვიზიტზე ჩაწერის უფასო სერვისი

509

პაციენტებს ექიმის შერჩევასა და მასთან ვიზიტზე ჩაწერაში უფასოდ დაეხმარებიან. აღნიშნულ სერვისს მსურველს შპს ”მედიქოლი” სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჩიტიაშვილმა განუცხადა, ”მედიქოლი” წარმოადგენს დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელმაც შექმნა მედიცინის ყველა დარგის სპეციალისტისა და კლინიკის ერთიანი საინფორმაციო ბაზა.

მისივე ინფორმაციით, ”მედიქოლი” არის უნიკალური სერვისის მიმწოდებელი კომპანია საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. ეს არის ერთიანი სამედიცინო ქოლ ცენტრი (ერთგვარი სამედიცინო Hub-ი), სადაც ხორციელდება:

• პაციენტების ზარების მიღება;
• მათი სურვილებისა და საჭიროებების შესწავლა/ანალიზი;
• საჭირო სამედიცინო მიმართულების იდენტიფიცირება და შესაბამისი ექიმებისა და კლინიკების არჩევანის შეთავაზება;
• სამედიცინო სერვისების ზუსტი ფასებისა და ვიზიტისათვის თავისუფალი დროის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თითოეული კლინიკისა და ექიმის მიხედვით;
• და პაციენტის ვიზიტზე ჩაწერა კონკრეტულ კლინიკაში, კონრეკტულ ექიმთან, კონრეკტულ დღესა და კონკრეტულ დროს;

”ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ექმის შერჩევაში დახმარება და მასთან ვიზიტზე ჩაწერის ორგანიზება. მოქმედებს ცხელი ხაზი 2 500 – 500, რომელზეც მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე შეუძლია, დარეკოს და მას საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ”, – განმარტა ჩიტიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ”მედიქოლში” ოპერატორებად სამედიცინო განათლების მქონე ადამიანები მუშაობენ. შესაბამისად, თუ ვინმეს რაღაც ისეთი აწუხებს, რომ არ იცის, რის სპეციალისტს მიმართოს, ”მედიქოლის” ოპერატორები სიმპტომების გამოკითხვის საფუძველზე, საჭირო ექიმთან გადაამისამართებენ.

 

 

”ჩვენთან პაციენტი რეკავს რამდენიმე მიზეზის გამო-
• პაციენტმა ზუსტად არ იცის, თუ რისი სპეციალისტი ჭირდება;
• იცის ექიმის ვინაობა, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია თუ რომელ დღეს რომელ კლინიკაშია აღნიშნული ექიმი და რომელ საათზე ექნება თავისუფალი დრო;
• სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ძალიან დაკავებულია თუ სურს, რომ სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოს ექიმთან ვიზიტი;
• ან უბრალოდ სურს შეარჩიოს შესაბამისი ექიმი/სპეციალისტი თავისუფალი დროის, უბნის, კლინიკის და/ან ფასის მიხედვით;” – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
მისივე თქმით, ”მედიქოლი” ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით 200 კლინიკასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, აქვს ინფორმაცია ამ კლინიკებში დასაქმებული ექიმების განრიგის, კლინიკის სერვისებისა და ფასების მიხედვით.

ცნობისთვის, შპს ”მედიქოლის” სერვისით სარგებლობა ქართველ მომხმარებელს უკვე ერთი წელია შეუძლია, თუმცა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით. სამომავლოდ კომპანია რეგიონების მიმართულებით გაფართოებასაც გეგმავს. ”მედიქოლის” სერვისით სარგებლობა კი სრულიად უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g