მედისონ ბიარი, რომელმაც პოპულარობა ოფსეტთან ერთად ჩაწერილი ჰიტით – Hurts Like Hell მოიპოვა, BASIC Magazine-ის ახალი ნომრის სახეა.
ფოტოებისთვის, ამერიკელმა მომღერალმა 4 ქართველი დიზაინერის ნამუშევარი მოირგო.
მოდური ჟურნალის მე-11 გამოცემის ფურცლებზე, 20 წლის ლამაზმანი ,,სალაყაიას” ორი ლუქით, დათუნა სულიკაშვილის ჩექმებით, გიორგი ქებურიას სათვალით და Natia X Lako-ს საყურეებით მოხვდა.