LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედჩუკს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა

122
whatsapp-image-2022-04-12-at-10.39.55-pm.jpeg

ლვოვის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკოსს, ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა. მედვედჩუკი ქვეყნის ღალატში იყო ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ოლიგაქრს მედვედჩუკს, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდ უკრაინულ ჰრივნას შეადგენს, არ ექნება გირაოს გადახდის უფლება .

ვიქტორ მედვედჩუკსა და მის მეუღლეს უკრაინაში ქონება ჩამოართვეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს, ღამით, ფოტოებთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ.

ვიდეო: „გამოიყენეთ თქვენი გავლენები, მისი დაკავება ტერორიზმის გამოვლინებაა“ – პრორუსი ოლიგარქის, მედვედჩუკის მეუღლე ერდოღანს მიმართავს

ზელენსკი რუსეთს პუტინის შვილის ნათლიის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა, რაზეც კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და “სპეცოპერაციასთან” კავშირი არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g