LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული – შედეგები მოჰყვება

193
დიმი

ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი და შვედეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და ამას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის თქმით, უნდა დასრულდეს საუბარი ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ბალტიის რეგიონზე და “ბალანსი უნდა აღდგეს”.

მედვედევმა ასევე დასძინა, რომ ვიდრე ეს დიდ ცვლილებას არ გამოიწვევს რუსეთისთვის, ქვეყანა მათ მოწინააღმდეგეებად დაინახავს და რეგიონში „ზომებს მიიღებს“.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების ინტერესი გამოთქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები