LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: „პუტინი-ტრამპის საუბარმა დაადასტურა, რომ სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა – მენიუშია ბრიუსელის კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი კარტოფილით და პარიზული მამალი, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია!“

208
დმიტრი მედვედევი

„პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა დაადასტურა, რომ სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია“, – ამ განცხადებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

აღნიშნულის შესახებ მედვედევმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

ასევე ნახეთ

„ახლა უკრაინაში განგაშია, ეს არის პასუხი იმაზე, თუ რა ხდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე

„პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა ცნობილი იდეა დაადასტურა – სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა. მენიუში კი მსუბუქი აპეტაიზერებია – ბრიუსელის კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი კარტოფილით და პარიზული მამალი. მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია! გემრიელად მიირთვით!“ – დაწერა დმიტრი მედვედევმა.

„უკრაინა თუ ითხოვს მოკავშირე ძალების ყოფნას თავის ტერიტორიაზე, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, დათანხმდეს ამას თუ არა“ – ემანუელ მაკრონი

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„ტექნიკური მოლაპარაკებები შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება“- თეთრი სახლი

„ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა“ – კრემლი

„[უკრაინისთვის] სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა“ – რა წინაპირობები დაასახელა პუტინმა „კონფლიქტის მოგვარებისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g