LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეეჭვება მელია თავდებობით გათავისუფლდეს, „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ საკითხის გამო, ამნისტია მიიღოს: ლაშა დამენია

48
ლაშა დამენია

“ნიკა მელიას ევროპარლამენტარების თავდებობით გათავისუფლება საეჭვოა და „ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რათა ამნისტიის კანონის მიღება მოხდეს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განუცხადა.

დამენიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ ინტერესის შემთხვევაში, პროკურატურას თავად შეუძლია აღკვეთის ღონისძიების შეცვლით შევიდეს და მელია გათავისუფლდეს, თუმცა, როგორც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა თქვა, ეს მისი ინტერესი არ არის.

შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე ლელოს ინიციატივაზე

„ქართულ ოცნებას“ უნდა ამნისტიის აქტის მიღება და ოპოზიციური პარტიებიდან ხელმომწერები იძულებულები იქნებიან ამ ამნისტიას ხმა მისცეს იმიტომ, რომ მიშელის დოკუმენტით ამ პუნქტთან დაკავშირებით ვალდებულება აქვთ აღებული.

თავდებობის ფაქტი, რომელიც ამ დღეებში გამოიკვეთა, კარგია, თუმცა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მოლაპარაკების სივრცე ჯერ კიდევ იყო დარჩენილი და ოპოზიციურმა პარტიებმა ხელმოწერა იჩქარეს, ბევრად უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა. მეეჭვება მელია თავდებობით იყოს გათავისუფლებული, რადგან „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საკითხის გამო ამნისტია იყოს მიღებული“,- განაცხადა ლაშა დამენიამ.

მასზე გადატეხეს ჯოხი, გულგატეხილია, დილემის წინაშე დააყენეს, გამოვა – ვაია, არ გამოვა – ვუია: მაჭარაშვილი მელიაზე

 

magti 5g