LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასზე გადატეხეს ჯოხი, გულგატეხილია, დილემის წინაშე დააყენეს, გამოვა – ვაია, არ გამოვა – ვუია: მაჭარაშვილი მელიაზე

69
BeFunky-collage (1)

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ნიკა მელია საკუთარმა პარტიამ გამოიყენა და გულგატეხილია”.

მისივე თქმით, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს, გამოვა – ვაია, არ გამოვა – ვუია.

„ნიკა მელიას ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მასზე გადატეხეს ჯოხი, ის არის გულგატეხილი და მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოყენებულია.

რაც შეეხება „ლელოს“ მოწადინებას, რომ რაღაცნაირად მისი გამოსვლის მესამე კარები გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად „ლელომ“ხელი მოაწერა. „ქართული ოცნება“ ლოიალურად თუ ვიქცევით ნებისმიერი მოქალაქის ან პარტიის მიმართ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გატარებული არ იქნება ის, რომ ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით დოკუმენტზე ხელმოწერა არ შეასრულონ.

შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე ლელოს ინიციატივაზე

საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 22 აპრილს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, განაცხადა, რომ იქ გამართულ შეხვედრებზე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე მსჯელობისას ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება ევროპელი პარლამენტარები მიერ მელიას თავდებში დადგომა, „რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება“.

მამუკა ხაზარაძემ დაასახელა ევროპარლამენტარი, რომელიც მზად არის ნიკა მელიას თავდებად დაუდგეს

მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ: სალომე სამადაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები