ბრიუსელში მყოფმა „ლელო”-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაასახელა ევროპარლამენტარი, რომელიც მისი თქმით, მზად არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას თავდებად დაუდგეს.
მისი თქმით, ის “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წევრი რიჰო ტერასია. ის ასევე, ესტონეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელია.
შეგახსენებთ, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს შესთავაზა თავდებში დაუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული და ისინი მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ ნიკა მელიას.