LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ: სალომე სამადაშვილი

55
capture-2-png

საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი სალომე სამადაშვილი წერს, რომ უერთდება „ლელოს“ ინიციატივას“ და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის წევრებს თხოვნით მიმართა, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.

“იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას”,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს შესთავაზა თავდებში დაუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული და ისინი მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ ნიკა მელიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები