LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეეჭვება, პუტინს იმაზე უფრო მჭიდრო და ღია ურთიერთობა ჰქონდეს მსოფლიოს რომელიმე ლიდერთან, ვიდრე ჩემთან აქვს: ლუკაშენკო

104
Untitled design

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას საუკეთესო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ამის შესახებ Associated Press-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ, ეჭვობს, ვლადიმირ პუტინთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს მსოფლიოს რომელიმე ლიდერს, როგორიც თავად აქვს.

ამის შესახებ ლუკაშენკომ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად გულწრფელი და ღიაა კომუნიკაცია ორ პრეზიდენტს შორის:

“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, საუკეთესო ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეთაურებს შორის.

ეჭვი მეპარება, რომ ვლადიმირ პუტინს უფრო მჭიდრო, ღია და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს მსოფლიოს რომელიმე ლიდერთან, ვიდრე ბელორუსის პრეზიდენტთან”, – თქვა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინს პირდაპირ, ყოველგვარი პირფერობის გარეშე ესაუბრება და არ უშვებს ამპარტავნებას და უხეშობას.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მანამდე აღნიშნა, რომ ბელორუსი არ აპირებს ვინმეს მუქარას ან რაიმე კონფლიქტის გაჩაღებას დასავლეთში.

magti 5g