მეგან მარკლი პაპარაცებმა კალიფორნიაში, მონტესიტოს სახლის მახლობლად გადაიღეს. სასექსის ჰერცოგინია მეფე ჩარლზის კორონაციის დროს უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, სალაშქროდ გაემართა. მისი კორონაციაზე არყოფნის ოფიციალურ მიზეზად პრინცი არჩის დაბადების დღე დასახელდა, თუმცა, ახალი ფოტოებიდან ჩანს, რომ მეგანს თავისუფალი დრო ნამდვილად ჰქონდა.
იმ პერიოდში, როცა მეგანის მეუღლე, პრინცი ჰარი მამის მეფედ კურთხევის პროცედურას ესწრებოდა, მეგანი მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში იყო. ფოტოებზე მას შავი ზედა, ელასტიკები და ბათინკები აცვია და ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანს.
მეგან მარკლი მეფე კარლის კორონაციას არ დაესწრება – მიზეზად პრინცი არჩის დაბადების დღე სახელდება
ქეითისა და მეგანის არარეალური მეგობრობა – ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო მოატყუა
მეგანი შეპყრობილია გამდიდრების იდეით და განრისხებულია ჰარის ფინანსური მდგომარეობით – ექსპერტი