LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე ჩარლზსა და დედოფალ კამილას ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში სარა ჯესიკა პარკერმა უმასპინძლა

131
სარა ჯესიკა პარკერი

მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ნიუ-იორკში იმყოფებიან, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად. მონარქები საჯარო ბიბლიოთეკაში ცნობილ ადამიანებს შეხვდნენ და საქველმოქმედო გალა ვახშამს დაესწრნენ.

მეფესა და დედოფალს ბიბლიოთეკაში 61 წლის მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი დახვდა, რომელმაც მასპინძლის ფუნქცია შეითავსა, ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ ანა ვინტური და სხვა ვარსკვლავები, ასევე ოფიციალური პირები. მონარქები დაესწრნენ The King’s Trust-ის მიერ ორგანიზებულ მიღებას, რომელშიც მონაწილეობდნენ ნინა დობრევი, ლაიონელ რიჩი, მართა სტიუარტი, დონატელა ვერსაჩე და სერიალ „თეთრი ლოტოსის“ ვარსკვლავები.

მანამდე, 77 წლის მეფე ჩარლზი და 78 წლის დედოფალი კამილა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით თეთრ სახლში გამართულ ვახშამს დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები