LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმშვენიერესი ატმისფერი კაბა და თბილი ჩახუტება ეიდანთან – უახლესი ფოტოები სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გადასაღები მოედნიდან

153
page

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ – „აი ასე, უბრალოდ“ მესამე სეზონი გადაღებები უკვე დაიწყო. ახლახან, გადასაღები მოდენიდან მორიგი ფოტოები გავრცელდა.

ამჯერად ნიუ-იორკის ქუჩებში ეიდანი გამოჩნდა. შესაბამისად მას ახალ ნაწილში კვლავაც ვიხილავთ. სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კორბეტი საოცრად თბილად შეხვდნენ ერთმანეთს.

სარა ბრწყინავდა ატმისფერ კაბაში, რომელსაც ვარდები ამშვენებდა. ეს გახლდათ გამჭვირვალე კაბა, რომელშიც 59 წლის ვარსკვლავი თამამად პოზირებდა. მოგვიანებით მან შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეო ინსტაგრამზე გაავრცელა.

„გადაღებების მე-7 დღე“, – ასე დაასათაურა ფოტოები პარკერმა.

მოემზადეთ, გოგონები მოდიან – ახალი ფოტოები სერიალის მესამე სეზონის გადაღებებიდან

„მოდის გურუ“ – პირველი ფოტოები სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე სეზონის გადაღებებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები