LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდის გურუ“ – პირველი ფოტოები სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე სეზონის გადაღებებიდან

176
page

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ – „აი ასე, უბრალოდ“ მესამე სეზონი დამტკიცდა. და აი, გადაღებები უკვე დაიწყო და ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოდენიდან პირველი ფოტოებიც გავრცელდა.

ისინი „მოდის გურუმ“, შეუდარებელმა სარა ჯესიკა პარკერმა ინსტაგრამზე გაავრცელა. ფოტოში ქერი ბრედშოუ ნიუ-იორკის ქუჩებში საოცრად დახვეწილი სამოსით პოზირებს. გადაღებების პირველ დღეს 59 წლის მსახიობმა ღია ფირუზისფერი, Altuzarra-ს ბრენდის ზედა მოირგო, რომელსაც ვარდისფერი ქვედაბოლო და „გუჩის“ ჩანთა შეუხამა.

თუ როდის უნდა ველოდეთ გოგონების ახალ თავგადასავლებს, ჯერჯერობით უცნობია.

ისტორია გრძელდება – საკულტო სერიალის „აი ასე, უბრალოდ“ მესამე სეზონი დამტკიცდა

შავი ბაფთა და სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი – სარა ჯესიკა პარკერისა და მისი მეუღლის გლამურული გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები