LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორია გრძელდება – საკულტო სერიალის „აი ასე, უბრალოდ“ მესამე სეზონი დამტკიცდა

149
page

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქაში“„აი ასე, უბრალოდ“ მესამე სეზონი დამტკიცდა. კომპანია Max Original-ის ხელმძღვანელმა, სარა ობრიმ განაცხადა, რომ „აი ასე, უბრალოდ“ კომპანიის ყველაზე ნახვადი და პოპულარული სერიალია, ამიტომ მისი მესამე ნაწილი აუცილებლად გამოვა.

„ძალიან გვინდა, რომ  ამ სერიალის  სამყაროში კიდევ უფრო მეტი დრო გავატაროთ და ამ საოცარი პერსონაჟების ისტორიები გიამბოთ“, – აცხადებს სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი მაიკლ პატრიკ კინგი.

ცნობისთვის, სერიალის მეორე სეზონის ფინალი დღეს, 24 აგვისტოსაა დაგეგმილი, სადაც მეოთხე მთავარი გმირის, სამანტას დაბრუნებასაც ვიხილავთ, თუმცა ის მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება.

მესამე სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„არავის უთხრათ!“ – ეიდენი ბრუნდება – უახლესი კადრები გადასაღები მოედნიდან

სარა ჯესიკა პარკერი „ვივიენ ვესტვუდის“ 14 წლის წინანდელ საქორწილო კაბაში, რომლითაც ის მისტერ ბიგზე დაქორწინებას აპირებდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები