HBO Max-მა სერიალის, „ასე უბრალოდ“ გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გაავრცელა. სერიალის მეორე სეზონში ერთ-ერთი მთავარი გმირი,ეიდენი (ჯონ კორბეტი) ბრუნდება.
„არავის უთხრათ!“, – ასე დაასათაურეს ფოტოები შოუს ოფიციალურ „ინსტაგრამზე“, სადაც ქერი და ეიდენი ნიუ-იორკის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები მოსეირნობენ.
ცნობისთვის, მეორე სეზონის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს და მას მიმდინარე წელს აუცილებლად ვიხილავთ.