როგორც ცნობილია, ნიუ-იორკში საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. გადაღებებიდან მორიგი, შთამბეჭდავი და კაშკაშა ფოტოები გავრცელდა. სერიალის გულშემატკივრებს აღნიშნული ფოტოები გულგრილს არ დატოვებს. როგორც ჩანს საუკეთესო მეგობრები, სარა ჯესიკა პარკერი და სინტია ნიქსონი გადაღებების დროს მშვენივრად ერთობიან.
„სტილის დედოფალი“, ქერი ბრედშოუ თავის ამპლუაშია. მას ჭრელი ტანისამოსი აცვია. ამჯერად მისი „ლუქი“ ოქროსფერი კაბისგან, ჟოლოსფერი პიჯაკისგან და ვარდისფერი ფეხსაცმლისგან შედგება.
ცნობისთვის, პარკერის წინა გამოჩენა ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს. ბევრი თვლის, რომ ახალ სეზონში ქერის ჩაცმულობა ზედმეტად ჭრელი და უგემოვნოა.