LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა აცვია, უშველეთ რამე ქერი ბრედშოუს სტილს“ – სარა ჯესიკა პარკერის „ლუქს“ დიდი კრიტიკა მოჰყვა – უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

161
page

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ მეორე ნაწილის „აი ასე უბრალოდ“ მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია და ის უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.

გაიცანით ქერის ახალი მამაკაცი – ფოტოები სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გადასაღები მოედნიდან

ამჯერად ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან მორიგი ფოტოები გავრცელდა. სარა ჯესიკა პარკერის „ლუქი“ საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.

ქერი ბრედშოუს მორიგ ეპიზოდში „ვივიენ ვესტვუდის“ პალტო აცვია, კუბოკრული მოსაცმელიდან ზოლებიანი, ჭრელი ქვედაბოლო მოჩანს, მის „ლუქს“ კი ცისფერი, თასმებიანი ჩექმა ასრულებს. როგორც ჩანს, ბევრისთვის აღნიშნული ტანისამოსი ერთმანეთთან  შეუსაბამო აღმოჩნდა.

„რა აცვია, უშველეთ რამე ქერი ბრედშოუს სტილს“, „სად გაქრა დახვეწილი ქერი?“, „ვინ მუშაობს კოსტიუმების დიზაინზე?“, – წერენ კომენტარებში.

სიურპრიზი, აი ასე უბრალოდ! – სარა ჯესიკა პარკერი ფოტოს ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები