LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამანტა ბრუნდება! – კიმ კეტროლს ახალ სეზონში ვიხილავთ

152
page

HBO-ს საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელებაში, „ასე უბრალოდ“ მსახიობი კიმ კეტროლი სამანტას როლს უბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მედიის ცნობით სამანტას მხოლოდ ერთ სცენაში ვიხილავთ.

სცენა 22 მარტს, ნიუ-იორკში გადაიღეს. მასში სამანტა ქერის ტელეფონით ესაუბრება. ინსაიდერების ცნობით, კეტროლს სერიალის სხვა მსახიობები, მათ შორის სარა ჯესიკა პარკერი არ უნახავს.

შეგახსენებთ, შოუს პირველი სეზონი ეკრანებზე 2021 წელს გამოვიდა. კეტროლმა სერიალში მონაწილეობაზე უარი კოლეგებთან უთანხმოების გამო თქვა.

„სამანტა ჩემი გმირი იყო, თუმცა ახლა დასვენება მინდა“, – განაცხადა მსახიობმა 2016 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობისთვის, პირველი სეზონის პრემიერა 2021 წელს შედგა, სერიალის მე-2 სეზონს კი 22 ივნისს ვიხილავთ.

დიდი დაბრუნება! – ნახეთ „ასე უბრალოდ“ მე-2 სეზონის პირველი „თრეილერი“

„არავის უთხრათ!“ – ეიდენი ბრუნდება – უახლესი კადრები გადასაღები მოედნიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები