HBO Max-მა სერიალის, „ასე უბრალოდ“ მე-2 სეზონის პირველი „თრეილერი“ გაავრცელა. ვიდეოდან ვიგებთ, რომ მე-2 სეზონში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ეიდანი ბრუნდება. ახალ ნაწილში ოლივერ ჰადსონი, ვიქტორ გარბერი და გარი დურდანი მიიღებენ მონაწილეობას. პრემიერა ივნისში შედგება.
ცნობისთვის, ჯონ კორბეტის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისში გავრცელდა. გადასაღები მოედნიდან ჩვენ უკვე არაერთი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ.
https://www.youtube.com/watch?v=um4P4b3i-eI