LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვარ ასაკს ყველა შესაძლო მეთოდით ვებრძოლო“ – როგორ სამანტას უნდა ველოდეთ ახალ სეზონში

133
page

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ HBO-ს საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელებაში, „ასე უბრალოდ“ მსახიობი კიმ კეტროლი სამანტას როლს უბრუნდება. სასიხარულო სიახლემ კიმის ამჟამინდელი ცხოვრების ირგვლივ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. მსახიობმა გამოცემა Sunday Times-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ასაკის მატებაზე, გარეგნობასა და პლასტიკურ ქირურგიაზე ისაუბრა.

ვარსკვლავი, რომელიც წლების წინ კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქირურგიული ჩარევების, ახლა მზადაა დაბერების პროცესი ნებისმიერი შესაძლო მეთოდით შეაჩეროს.

„ალბათ პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი 40 წლის ასაკში ვიყავი, ახლა კი მე 66 წლის ვარ და მზად ვარ, ასაკის მატებას ყველა შესაძლო მეთოდით მებრძოლო. ახლა ხომ უამრავი მეთოდია, შევინარჩუნოთ და გავიუმჯობესოთ მდგომარეობა. არსებობს შემავსებლები, ბოტოქსი და ა.შ… თუკი გაქვთ ფული და გყავთ კარგი ქირურგი, ყველაფერი შესაძლებელია“, – აცხადებს კიმი.

სამანტა ბრუნდება! – კიმ კეტროლს ახალ სეზონში ვიხილავთ

დიდი დაბრუნება! – ნახეთ „ასე უბრალოდ“ მე-2 სეზონის პირველი „თრეილერი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები