LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მიიღო მონაწილეობა კიმ კეტროლმა სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ – სარა ჯესიკა პარკერმა რეალური მიზეზი დაასახელა

387
page

მას შემდეგ, რაც საკულტო სერიალი, „სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებს მრავალ წლის შემდეგ დაუბრუნდა, საზოგადოების მთავარი კითხვა იყო, რატომ არ მიიღო მონაწილეობა კიმ კეტროლმა სერიალში. ამ დრომდე არაერთი ვერსია გაჟღერდა. ცნობილია, რომ კეტროლსა და სარა ჯესიკა პარკერს კონფლიქტი მოუვიდათ, მთავარ მიზეზად სწორედ ეს სახელდებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ პარკერმა რეალური მიზეზი გააჟღერა.

კიმ კეტროლმა ბოლოს მონაწილეობა ფილმში 2010 წელს მიიღო, მას შემდეგ იგეგმებოდა მესამე ნაწილის გადაღება, თუმცა როდესაც კიმმა სცენარი წაიკითხა, განაცხადა,  რომ მისი პერსონაჟი ერთ ადგილზე იყო გაჩერებული და არ ვითარდებოდა, ამიტომ მან სცენარისტებს თავისი პირობები წაუყენა და ჰონორარის გაზრდაც მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო, საბოლოოდ ფილმის მესამე ნაწილი აღარ გადაიღეს. სერიალის ახალ სეზონზე კი რეჟისორებმა და სცენარისტებმა კიმ კეტროლს როლი აღარ შესთავაზეს.

„კიმს უარი არ უთქვამს პროექტში მონაწილეობაზე, ის თავად სერიალის შემქმნელებმა არ მიიწვიეს. თუმცა ასევე დავამატებ, რომ ყველა მსახიობს აქვს უფლება საკუთარი მოთხოვნები წაუყენოს დამკვეთებს. მინდა აღვნიშნო, რომ სერიალის გადაღებებისას სამანტას არსებობა მუდამ იგრძნობოდა“, – აცხადებს სარა ჯესიკა პარკერი.

და მაინც, ინსაიდერები აცხადებენ, რომ საკულტო სერიალის მომდევნო სეზონში შესაძლოა სამანტა კვლავ ვიხილოთ

სამანტას შემცვლელის ვინაობა ცნობილია – ფოტოებს სარა ჯესიკა პარკერი ავრცელებს

ფოტო: საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ პრემიერა შედგა – გოგონები წითელ ხალიჩას იპყრობენ

„ის რუსი სექს-მუშაკია“ – ინტერნეტსივრცეში „სექსი დიდ ქალაქშის“ ახალ ეპიზოდში, რუსი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტს განიხილავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები