LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეფე ვერ აივლის იმ სამარცხვინო კიბეებს, მაგრამ მე მომიწევს” – დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი გამოკითხვაზე დაიბარეს

344
45BBD467-26AF-4F66-81BD-6EA1C2F6BC6E_w1200_r1_s

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ის პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ადვოკატი ამბობს, რომ გამოკითხვაზე მივა.

„როგორც ვიცი ჩემი დაბარება უკავშირდება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე გამოგონილი ძალადობის საქმეს, მეფე ვერ აივლის იმ სამარცხვინო კიბეებს, მაგრამ მე მომიწევს ავიარო. არ ვიცი, რა კითხვები ექნებათ, მივალ და ყველაფერს გავარკვევ. უბრალოდ ის ვიცი, რომ იმ საქმეზე დამიბარეს, რაზეც ქალბატონი ანა სამი დღის განმავლობაში ჩვენებას აძლევდა”, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები