ხანძარი იყო დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ სარდაფში.
ცეცხლი სასაწყობე ფართში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.