რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდელმა წყვილმა მეგან ფოქსმა და ბრაიან ოსტინ გრინმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას ყველას ყურადღება მიიქციეს – მათი უფროსი შვილი, ნოა პრინცესის კაბაში იყო გამოწყობილი.
გრძელი თმისა და ულამაზესი სახის გამო ნოა ბევრს გოგონა ჰგონია, კაბაში კი ძალიან ძნელია ეჭვი შეგეპაროს, რომ ბავშვი გოგო არ არის.
რამდენიმე თვის წინ ასეთივე ფორმაში შენიშნეს ადელის შვილი, ანჯელო, პრინცესას კაბა მან „დისნეილენდში“ სეირნობისას მოირგო.
