LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი „ოსკარ დე ლა რენტას“ პრინცესას კაბაში (ფოტო)

300

ტონგადან დაბრუნებული მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ისევ ავსტრალიაში დაბრუნდნენ, სადაც მათ გეოგრაფიული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე ელოდნენ. მეგანი  „ოსკარ დე ლა რენტას“ შავ-თეთრ კაბაში გამოჩნდა, რომელიც სპეციალურად პრინცესასთვის შექმნილს გავდა. ის ღონსიძიებაზე სიტყვით გამოვიდა და ახალგაზრდა გოგონა, სოფია სკარპრისი ბუნების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

ცნობილია, რომ მეგანის კაბისთვის სამკაულები ჩიტების ფორმით, ფრანგმა დიზაინერმა სარა ესმუნმა დაამზადა. ანსამბლს მეგანმა Aquazzura-ს ფეხსაცმელი შეუხამა.

მეგან მარკლი დაჯილდოებაზე განსხვავებული მაკიაჟითა და ვარცხნილობითაც წარსდგა. მან არჩევანი გაშლილ თმასა დ მკვეთრ მაკიაჟზე გააკეთა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g