ინტერნეტში უქმეების პერიოდში გადაღებული უიშვიათესი ფოტო მოხვდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, შვილებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდნენ. სწორედ ამ კადრის დაფიქსირება მოახერხეს პაპარაცებმა. ფოტოზე ჩანს შორტებში გამოწყობილი პრინცი ჰარი და ასევე პატარა არჩი. წყვილის უმცროსი ქალიშვილი ლილიბეთი სამწუხაროდ კადრში ვერ მოხვდა.
რაც ეხება მეგან მარკლის, ის ქეით მიდლტონის საყვარელი ბრენდის „ემილია ვიკსტიდის“ ულამაზეს კაბაში იყო გამოწყობილი, რომლის ღირებულება, 1250 დოლარია.