კალიფორნიაში გამართული პოლოს მატჩი დღეს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მატჩი, სადაც პრინცი ჰარი გუნდთან ერთად მონაწილეობდა, დასამახსოვრებელი გამოდგა რამდენიმე ფაქტის გამო. ერთი, რომ ამ მატჩის გამარჯვებული სწორედ პრინც ჰარის გუნდი აღმოჩნდა და მეორეც, პოლოს ფინალურ მატჩს ესწრებოდა მეგან მარკლი.
სასექსის ჰერცოგინია ამ დღეს ალბათ საუკეთესო ფორმაში ვიხილეთ. ის ბრწყინავდა ულამაზეს კოპლებიან პერანგში, რომელიც თეთრ შორტებთან და დიდი ზომის შლაპასთან ჰქონდა შეხამებული. მეგანმა ჰარის საჯაროდ სწორედ მაშინ აკოცა, როდესაც პოლოს მატჩის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება მიმდინარეობდა. მეგანის კალიფორნიული ლუქი შეადარეს ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნის ლუქს კინოფილმიდან ჩემი მშვენიერი ლედი და ჯულია რობერტსის გმირს ფილმიდან „ლამაზმანი“.
კოცნა სცენაზე და დაუვიწყარი ემოციები – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაბრუნდნენ