LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ფოტოს გამო აღშფოთებულია – ჯინსები ფოტოზე ახალი სკანდალის მიზეზი ხდება

27732
angryqueen

სულ ცოტა ხნის წინ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ახალი საშობაო ბარათი გაავრცელეს, სადაც ისინი სპორტულ სამოსში გამოწყობილი შვილებთან, არჩისთან და ლილბეთთან ერთად პოზირებენ. ამ ფოტოს ინტერნეტში უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა, რადგან საზოგადოებამ პირველად იხილა 6 თვის ლილიბეთი.

ორივე წითური, ორივე ულამაზესი – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ორივე შვილის პირველ ფოტოს ავრცელებენ

ცოტა ხანში კი ბუკინგემის სასახლემ, დედოფალ ელისაბედის ყოველწლიური მილოცვა გაავრცელა, სადაც მონარქმა პრაქტიკულად ,,არ შეიმჩნია” პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. ინსაიდერები წერენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საშობაო ქარდი არა ოფიციალურია. დედოფლისთვის მიუღებელია ჯინსის სამოსი ოფიციალურ ფოტოზე და ასევე წარწერა Happy Holidays, მაშინ როცა სამეფო ოჯახი ტრადიციისამებრ საშობაო ბარათს Merry Christmas-ის წარწერით ავრცელებს.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის 6 თვის ქალიშვილის პირველი ფოტო – ლილიბეთ დაიანა დედის ასლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები